საშემდგომო გაწვევა დაიწყო

მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში დაიწყო. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში აცხადებენ რომ გაწვევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს 19 ახალგაზრდა წაიყვანეს დედაქალაქში დამატებითი შემოწმებისთვის. საქართველოს მთავრობის N360 განკარგულების მიხედვით მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მომსახურეთა რიცხვი პენიტენციურ სისტემებში საჭიროების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. საჩხერის მუნიციპალიტეტიდან საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 37 მოქალაქე უნდა ჩაირიცხოს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და შსს სამინისტროებში.