შეხვედრა თურქული საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებთან

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. საჩხერეში საავტომობილო გზების რკინა ბეტონით, ასევე ხიდების, ხიდ-ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოში თურქული საპროექტო კომპანიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ თურქული კომპანია ვალდებულების შესრულებას განახორციელებს.