ხანდაზმულთა დღე

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. დღევანდელი დღე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრშიც აღნიშნეს. „მოგონებების საათი“ -ასე ეწოდებოდა ღონისძიებას რომელიც ცენტრში გაიმართა. ხანდაზმულებმა საკუთარი სახალისო ისტორიები ბავშვობიდან გაიხსენეს. თავის მხრივ სკოლისა და ბაღის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვით გამოვიდნენ და მოხუცებს ეს დღე მიულოცეს. ხანდაზმულთა დღე, ბებიებსა და ბაბუებს, სასტუმრო „საჩხერე გარდენს“-მა საჯარო ბიბილიოთეკამ, საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა, სხვიტორის საჯარო სკოლამ, სხვიტორის საბავშვო ბაღმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა მასპინძლებთან ერთად საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. დღევანდელი დღის სლოგანი „გზა ასაკობრივი თანასწორობისკენ" იყო. #ხანდაზმულთადღე #მოგონებისსაათი #გზაასაკობრივითანასწორობისკენ