ევროკავშირის სადმაკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საჩხერეში

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. უცხოელმა სტუმრებმა კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და მერის მოადგილე ოთარ ომიაძე. საუბარი შეეხო არა მხოლოდ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ცხოვრების პირობებსა და პრობლემებს, არამედ ზოგადად მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ტურიზმის განვითარებას. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმი სწრაფად ვითარდება. ამის მაგალითად კი მან ციხესიმაგრე მოდინახისა და ჯრუჭის მონასტრის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა დაასახელა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მსგავსი შეხვედრები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეტაპობრივად იმართება.