საირხისა და ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში შეხვედრები გაიმართა

#ჩვენვუსმენთხალხს

#ერთადგანვსაზღვროთპრიორიტეტები

პროქტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში საირხისა და ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი გოჩა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.  შიდა საუბმო გზების, სანიაღვრეების მოწყობა მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. რამდენიმე უბანში საჭიროა გზების მოხრეშვა, რისი დადებითად გადაჭრის გადაწყვეტილება ადგილზევე იქნა მიღებული. სოფელ მოძვსა და ჯალაურთაში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს და მათი ძირითადი მოთხოვნა, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. მოსახლეობას დეტალურად განემარტა იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც აღნიშნული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის მიმდინარეობს.

მოსახლეობამ ხელისუფლებასთან ერთად იმ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც შემდგომ წლებში უნდა განხორციელდეს.

პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმერეთის მხარის 170 სოფელშია  გამართული.