უსინათლო და მცირე მხედველ პირებს სპეციალური აპარატები გადაეცათ

საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე მხედველ და უსინათლო პირებს 9 ერთეული BP A130 მოდელის ხმოვანი სიგნალის მქონე სისხლის წნევის აპარატი გადაეცათ, რომელიც შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული. წნევის საზომი აპარატები ბენეფიციარებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდოამრემ გაგა დარბაიძემ გადასცა.