საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

სოფელ ჩიხაში საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჯერად რკინა ბეტონის საფარი ე.წ. "ვაშლების" უბანში იგება. აღნიშნული გზის მოწყობა 280 მეტრზე მოხდება. რკინა ბეტონის საფარი დაიგო ასევე საუბნო გზაზე სოფელ სხვიტორშიც ცერცვაძეების უბანშიც 45 მეტრზე. ზემოაღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ვახტანგ კუჭაშვილია.