სარეკონსტრუქციო სამუშაოები მ.მაჭავარიანის ქუჩაზე

ქალაქ საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მესერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ მოინახულეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ბესიკ ივანაშვილი ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 112,590 ლარია. პროექტი სახელმწიფო დაფინასებით ხორცილედება.