არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

#ჩვენვზრუნავთმომავალთაობაზე

სოფელ არგვეთს ახალი საბავშვო ბაღი ექნება. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. ბაღი 2 ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზეა გათვლილი. ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.