ჩვენ ვზრუნავთ მოხუცებზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის აღსაყდრების 42 წლისთავისადმი, ასევე ახალი წლის მოახლოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჩხერის წითელი ჯვრის ინტეგრირებულ საქმინობათა დღის ცენტრში. ხანდაზმულებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, მისი მოადგილე ოთარ ომიაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მირანდა ჩუმაშვილი ესტუმრნენ და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.
ინტეგრირებულ საქმინობათა დღის ცენტრში, წითელი ჯვრის საჩხერის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ფალავანდიშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს წლის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკ. წერეთლის სახელობის საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და წითელი ჯვრის პატარა მოხალისეები.
ხანდაზმულებს პატრიარქის აღსაყდრების დღე და ახალი წელი, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლამაც მიულოცა. ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
#მეტისითბოხანდაზმულებს
#ჩვენცდავბერდებით