შეხვედრა მეწარმეებთან და ფერმერებთან

#მეტიგანვითარებისთვის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე, თანმხლებ პირებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ოფისში შეხვდა.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. მეწარმეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია 2020 წელს განსახორციელებელ პროექტების შესახებ, ასევე ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე და ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მეწარმეები, თავიანთ სფეროში არსებულ პრობლემებზე სვამდნენ კითხვებს და მათი გადაჭრის გზებზე სტუმრებისაგან იღებდნენ პასუხს.
შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩხერის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანამშრმლობისათვის, 2019 წელს გაწეული სამსახურითსვის.
თვითმმართველობა უფრო მეტი სიახლის მოლოდინშია და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში ბევრი პრობლემის მოგვარება მოხდება.