სოფლის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია

ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სოფლებში ზედა ორღული, ქვედა ორღული და ჩიხა, შეხვდა. შეხვედრები საქართველოს რეგიონებში განსახორცილელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭეერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. თითოეულ სოფელში ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით დაასახელეს.

ზედა ორღულში შეხვედრას ესწრებოდა 110 ადგილობრივი მცხოვრები. დაყენებულ იქნა 2 საკითხი: წმინდა ნიავის უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და ჩაიების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა. 56 ხმით გადაწყდა წმინდა ნიავის საუბნო გზის რეაბილიტაცია.  გამოყოფილია 16 000 ლარი.

ქვედა ორღულში შეხვედრას ესწრებოდა 103 ადამიანი. განხილულ იქნა 2 საკითხი: ჭიღლაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და ნადინაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა. 60 ხმით გადაწყდა ნადირაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია. გამოყოფილია 16 000 ლარი.

სოფელ ჩიხაში შეხვედრას ესწრებოდა 209 ადგილობრივი მცხოვრები. აქ 4 საკითხი განიხილეს. ესენია: საკრებულოსათან მცხოვრები იაკობაშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ციხისლების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, თემური ცუხიშვილის უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა,  იაკობაშვილების უბანში საყრდენი კედნის რეაბილიტაცია. აქ ხმათა თანაბარი რაოდენობით გავიდა პირველი და მეორე საკითხი. გამოყოფილია 20 000 ლარი.

შეხვედრები ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დუნთასა და სხვიტორში 19 თებერვალსაა ჩანიშნული.

ადგილობრივი ხელისუფლება საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრების გამართვას აგრძელებს.