საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება

ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, შეხვედრები სოფელ მოძვსა და ჯალაურთაში გამართეს.სოფელ მოძვში შეხვედრას 87 ადამიანი ესწრებოდა. აქ 5 საკითხი განიხილეს. ესენია:1.სოფელ მოძვში „დათუნაშვილების“ „ლომიშვილები“ უბანში მილ-ხიდების მოწყობა, საუბნო გზის რეაბილიტაცია2. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა3. „საბიაშვილების“ საუბნო გზების მოხრეშვა4. ზედა მოძვში არსებული სტადიონის შემოღობვის დასრულება5. სოფლის ცენტრში მოსაცდელების მოწყობახმათა უმრავლესობით პირველი პროექტი გადაწყდა. გამოყოფილია 16 000 ლარი.სოფელ ჯალაურთაში შეხვედრას ესწრებოდა 127 ადგილობრივი მცხოვრები. აქ განიხილეს 6 საკითხი.  1. სოფელ ჯალაურთაში საბავშვო ბაღის ეზოს გაფართოება და კეთილმოწყობა 2. სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვა3. „თამარ მეფის“ წყაროს რეაბილიტაცია4. ცარციძეების უბანში არსებული სტადიონის შემოღობვა5. სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება6. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მცირე სტადიონის მიმდებარედ ტრენაჟორების მოწყობა ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 1-ლი და მე-2 პროექტი. გამოყოფილია 20 000 ლარი.