შეხვედრა-საირხის-ადმინისტრაციულ-ერთეულში

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. სოფელ ჭორვილაში მათ, მოსახლეობასთან ერთად შემდეგი საკითხები განიხილეს: 1.კულტურისა და დასასვენებელი ბაღის მოწყობა, მჭედლიშვილებისა და გოგატიშვილების უბანში. 2.ზედა ტყემალაძეებში, საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა 1-ლმა პროექტმა, რისთვისაც გამოყოფილია 20 000 ლარი. თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ საირხეშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ აქ 3 საკითხი დააყენა. ესენია: 1.სოფელ საირხის სასულიერო სკოლის მიმდებარედ სპორტული (კალათბურთის) მოედნის მოწყობა. 2.ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა. 3. ჭიღლაძეები - ლაშხების უბანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა 4. მესხების უბანში რკ/ბეტონის საფარის მოწყობა ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 1-ლი პროექტი, რისთვისაც გამოყოფილია 20 000 ლარი.