შეხვედრები არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ამჯერად სოფლებში: შალაურში, მახათაურსა და ცხამში იმყოფებოდნენ. შეხვედრები სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მოსახლეობამ განიხილა მათთვის პრიორიტეტული პროექტები. გადაწყვეტილების მიღება კენჭისყრის საფუძველზე მოხდა. სოფელ შალაურში ორი საკითხი იყო დაყენებული. 1. სოფელ შალაურში შიდა საუბნო გზაზე რკ-ბეტონის საფარის მოწყობა 2. სოფელი შალაურის ცენტრში გარე განათების მოწყობა გადაწყვეტილი იქნა 1-ლი საკითხი. გამოყოფილია 10 000 ლარი. სოფელ მახათაურში ერთი საკითხი განიხილეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით „ირაკლი ბაზაძის“ სახელობის სკვერის კეთილმოწყობა გაგრძელდება. გამოყოფილია 16 000 ლარი. სოფელ ცხამში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემდეი საკითხები განიხილეს: 1. შიდა საუბნო გზების მოხრეშვის სამუშაოები 2. სოფელ ცხამში კიკნაძეების უბანში რკ-ბეტონის საფარის მოწყობა ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 1-ლი საკითხი. გამოყოფილია 16 000 ლარი.