
დურევში საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება
#საჩხერეინფრასტრუქტურა2020 #ჩვენვმუშაობთუწყვეტრეჟიმში #ჩვენვმუშაობთშენთვის
სოფელ დურევში საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და გარდამავალია. გასულ წელს რკინა-ბეტონის საფარი 2 კმ-ზე დაიგო, საბოლოოდ 3900 მეტრი გზის საფარი მოეწყობა.