საჩხერეში გზები და სპორტული მოედანი მოეწყობა

#ქალაქისინფრასტრუქტურა #ჩვენვმუშაობთუწყვეტრეჟიმში #ჩვენვმუშაობთშენთვის

 

ქალაქ საჩხერეში უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ამჯერად, რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ ფაზაშია საჩხერეში იაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.