
ვაშენებთ ჯასაღი ცხოვრებისთვის!
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „კ. და გ“ ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება 159,853 ლარია. ამავე პროექტის ფარგლებში შედის სოფელ კალვათაში სპორტული მოედნის მოწყობაც სადაც ამ დროისთვის მიწის დამუშავების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტების დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია.