ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების სამუშაოები

#წყალიყველასოფელს

#ინფრასტრუქტურა2020

ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ქორეთსა და კალვათაში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები მაგისტრალის დაქსელვას მოიცავს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფლის 955 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.