
სოფელ ივანწმინდაში გზაზე რკინა-ბეტონის საფარი იგება
#ინფრასტრუქტურა2020 #გზაყველასოფელს
სოფელ ივანწმინდაში, ქავთარაძეების უბნიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის გავლით, ცენტრალურ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად მოინახულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და გზის საფარი, ამ ეტაპზე, 800 მეტრზე იგება. პროექტის დასრულების შემდეგ კი 1500 მეტრი გზა იქნება რეაბილიტირებული.