
სოფელ მახათაურსა და შალაურში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
#წყალიყველასოფელს
არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, მახათაურისა და შალაურის, სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეწყობა როგორც რეზერვუარი, ასევე დაქსელვითი სამუშაოები.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.