სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 იწყება

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023

#შენისოფლისგანვითარება

#ჩაერთეპროექტებისარჩევაში

30 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით საჩხერის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები იწყება.

 საჩხერის მუნციპალიტეტის მერის ბრძანება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ“ იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1pHOuBRpbkvcw3FgBNQC8EFImHhzlC46x/view

მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1FLyLlW64kGG84niLJbzPlwQ6g46FlULu/view

2023 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად განსაზღვრულია 682 000 ლარი.

 

შესარჩევი პროექტებია:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის: ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  • გარე განათება;
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით; აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
  • გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.