სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

27 აპრილს, 16:30 საათხე "ჩიხურა" VS "საბურთალო"!

- 24/04/2018



#ჩიხურაჩვენია #ერთადვუგულშემატკივროთჩიხურას #მოდიმატჩზე 27 აპრილს 16:30 საათზე ივანწმინდის საფეხბურთო მოედანზე ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „საბურთალო“ შეხვდებიან. ნიშანდობლივია, რომ ჩიხურა სატურნირო ცხრილი მე-3 ადგილს 12 ქულით იკავებს,ხოლო საბურთალო 18 ქულით პირველ ადგილს. თამაშის მოგების შემთხვევაში საჩხერის ჩიხურა დამატებით 3 ქულას მოიპოვებს, რომელიც წლიურ ქულებს დაემატება. შესვენების პერიოდში გაიმართება ჩიხურის აკადემიის აღსაზრდელთა თამაში. აღსანიშნავია,რომ თამაშზე წარმოდგენილი იქნება „ჩიხურა“-ს მიერ მოპოვებული საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, მსურველებს შეუძლიათ მისი ნახვა და ფოტოების გადაღება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. მობრძანდით ერთად ვუგულშემატკივროთ „ჩიხურა“-ს!