სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

აფხაზეთის ომის გმირი მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალეს

- 28/04/2018



აფხაზეთის ომის გმირი ზაზა მაჭარაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთში დღეს დაკრძალეს.

გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, წითელი ჯვრის საჩხერის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დაღუპულის თანამებრძოლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირადმა შემადგენლობამ და თანასოფლელებმა.

ზაზა მაჭარაშვილი სამხედრო პატივით მშობლიური სოფლის სასაფლაოზე დაიკრძალა. იგი 20 წლის იყო, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისას აფხაზეთის დასაცავად იბრძოდა.