სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

აღმაშენებლის ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

- 28/09/2017



ქ. საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას, გაზონების გამწვანებას, გარე განათების მონტაჟს, ურნების, ძელსაკამებისა და გვერდულების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო 257 244 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.