სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

"ჩიხურა" 2 : 1 "საბურთალო"

- 27/04/2018



საჩხერის "ჩიხურა"-მ თბილისის "საბურთალო"-ს ივანწმინდის ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლა.

თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ საჩხერელ გმირებს, რომელთაც ამ დღეებში საჩხერის მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა საჩხერის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში 2 გოლი მეორე ტაიმში ირაკლი ლექვთაძემ და კახა კახაბრიშვილმა გაიტანა, რითაც”ჩიხურამ” 15 ქულა დააგროვა და თბილისის ”დინამოსა” და გორის ”დილას” დაეწია.

"ჩიხურა"-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი თვითმმართველობის წევრებთან ერთად გულშემატკივრობდნენ.