სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

კონფერენცია მოსწავლეთა შორის ჩაგვრის თემაზე გაიმართა

- 13/04/2018



მასწავლებელთა მე-5 მუნიციპალური კონფერენცია საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.

კონფერენციის თემები ქართული ენის დღე და სკოლებში ბავშვთა შორის ჩაგვრის (ბულინგი) სტატისტიკა და აღმოფხვრის გზები იყო.

პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სასულიერო და სამართალდამცავმა პირებმა ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე და რელიგიისა და ოჯახური გარემოს აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კონფერენციას სასულიერო პირები, თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.