სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მალხაზ ბაზაძემ ხანდაზმულებს დღეგრძელობა უსურვა

- 04/10/2017



საჩხერეში, სოფელ სხვიტორში ხანდაზმულთა დღის ცენტრში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის ეგიდით გაიმართა. დღის ცენტრში რიცხულ და სტუმარ ბებიებსა და ბაბუებს საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა ლექსები მიუძღვნეს. ადგილობრივმა შემსრულებლებმა კი ფოლკლორული სიმღერები ტრადიუციულ ინსტრუმენტებთან ერთად შეასრულეს. სიტყვით გამოვიდა ქეთევან ფალავანდიშვილი და დამსწრეებს აღნიშნული დღე მიულოცა. აქ იმყოფებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირებიც. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ ხანდაზმულებს მიმართა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა. საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლელმა ლალი ტაბატაძემ ხანდაზმულებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს გრიპის 3 შტატისგან იცავს. დღის დასასრულს ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.