სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მასწავლებელთა დღე საჩხერეში საზეიმოდ აღინიშნა

- 05/10/2017



საჩხერეში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ნომინაციებში წარმატებული პედაგოგები და სკოლები დასახელდნენ.

წლის საუკეთესო სკოლებად აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო და სოფელ სპეთის საბაზო სკოლები დასახელდნენ, ხოლო წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულები შემდეგმა პედაგოგებმა მოიპოვეს:

წლის საუკეთესო მასწავლებელი სამოქალაქო განათლებაში - პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია კიპაროიძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ისტორიაში - სოფელ გორისის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანული შეყლაშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ქიმიაში - სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგი ლია გოგობერიშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი მუსიკაში - შოთა რუსთავლის სახელობის საჩხერის N3-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მთვარისა გოგატიშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ხელოვნებაში - სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან მაჭავარიანი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი დაწყებით კლასებში - სოფელ კორბოულის N2-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ტაბატაძე

წლის საუკეთესო მასწავლებელი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - შოთა რუსთავეელის სახელობის საჩხერის N3-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ანა მაჭარაშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი სპორტში - სოფელ სპეთის საჯარო სკოლის პედაგოგი გია ჭიტაძე

წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ გოგოლიძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკაში - ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა მღებრიშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ინგლისურ ენაში - სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლის პედაგოგი სოფიო მჭედლიშვილი;

წლის საუკეთესო მასწავლებელი გერმანულ ენაში - სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ლომიძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ბუნებისმეტყველებაში - სოფელ სავანის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი კომლაძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი გეოგრაფიაში - პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა ხომასურიძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ბიოლოგიაში - სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ჩხიტუნიძე;

წლის საუკეთესო მასწავლებელი ფიზიკაში - სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგი მელანო წიწილაშვილი:

ნომინაციებში გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლმა ცისმარ მაჭარაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს მალხაზ ბაზაძეს სამი წლის განმავლობაში მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებას მხატვრულად ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები აფორმებდენენ.