სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მუნიციპალიტეტს ფაროსანასთან საბრძოლველად სპეცტექნიკა გადაეცა

- 20/04/2018



აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საჩხერის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა.

ასევე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერომონები (მცირე მოწყობილობა, რომელიც იზიდავს მწერს) განთავსდა, მისი მეშვეობით მარტ-აპრილის თვეებში მუდმივი დაკვირვება განხორციელდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს საჩხერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. 

საერთო ჯამში, საქართველოს ტერიტორიაზე მავნებელთან საბრძოლველად 100 000 ფერომონი და 120 მაღალი გამავლობის სპეცტექნიკა გამოიყენება.

ფაროსანას განიერი, ყავისფერი მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები ახასიათებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს - მწერის აღმოჩენის შემთხვევაში მიაკითხონ აღნიშნულ სამსახურს მისამართზე: ქ. საჩხერე, თამარ მეფის ქ. N9 ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: 595 22 11 57