სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მუნიციპალიტეტში ურნების რაოდენობა გაიზარდა

- 09/10/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების ურნების რაოდენობა გაიზარდა.

ურნების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შ.პ.ს. "ჯითი კაპიტალმა" გაიმარჯვა, 46 ერთეული კონტეინერის ღირებულება 46 000 ლარია, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ურნები ქ. საჩხერეში, ასევე სხვადასხვა სოფლების ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზებზე განთავსდება.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში კონტეინერების რაოდენობა 300 ერთეულზე მეტია, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.