სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საჩხერეში აფხაზეთის ომის გმირები ჩამოსვენეს

- 26/04/2018



#აფხაზეთი_ჩვენი_ტკივილია
#დიდება_გმირებს

25 და 26 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ნეშტები ჩამოასვენეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა.

მუხრან მაჭარაშვილი (მერჯევი), გელა თურმანიძე (გამოღმა არგვეთი), ზაზა მაჭარაშვილი (შომახეთი) და ერმილე მაჭარაშვილი (შომახეთი) მშობლიური სოფლების სასაფლაოზე დაიკრძალებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წლებია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობს და მათი დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების უგზო-უკვლოდ დაკარგული წევრების მოძიებას და გადმოსვენებას ახორციელებს.

დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯი საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო.