სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საჩხერის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ახალი მხატვრული ფილმის - "სავარძელი"-ს პრემიერა გაიმართება

- 11/10/2017



19 ოქტომბერს საჩხერის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ახალი მხატვრული ფილმის - "სავარძელი"-ს პრემიერა გაიმართება!!!

"კინო ჩვენს რეალობას წააგავს. თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე ჩადებულია ფარული და უხილავი კინოკამერა, რომელიც მუშაობს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე – შეუჩერებლად, დუბლების და კასკადიორების გარეშე.... ის, ვინც პოეზიას ქმნის, ერთდროულად ვერ დაემორჩილება ხელისუფალსაც და ღმერთსაც... ხოლო ვინც ცრუობს, მაშინაც ტყუის, როდესაც სიმართლეს ამბობს.“ (პიერ პაოლო პაზოლინი)

სრულიად ვეთანხმები პაზოლინის ამ არაჩვეულებრივ პასაჟს, განსაკუთრებით იმ ემოციურ ფონზე, რაც დიდი მაესტროს, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის - „სავარძელი“ ნახვის შემდეგ გამიჩნდა... ეს არის ფილმი დღევანდელ რეალობაზეც და აბსტრაგირებულია მარადიულ, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე... რეალობაზე, რასაც ყოველდღე ვხედავთ, თან ვითომ თვალს ვხუჭავთ და ვერ ვხედავთ, ძალაუფლებისკენ დაუოკებელ ლტოლვაზე, საოცარ ადამიანურ ვნებებზე, დღევანდელობაზე, სადაც შევეჩვიეთ სიყალბეში სტერეოტიპებით ცხოვრებას, შევეჩვიეთ ტყუილს, გულგრილობას, ღალტს - ფულის გამო, ან ისე - უბრალოდ?! და მუდმივად გიჩნდება კითხვა - რატომ?! რა უფრო ფასეულია - პატივი, ღირსება, ძალაუფლება, ჩინი, მატერიალური კეთილდღეობა თუ ოჯახი?! 
ეს არის დიდი კინერეჟისორის თვალით დანახული ცხოვრება - აბსურდი, რომელიც არასდროს იცვლება... "გრენლანდია", როგორც საზოგადოების ერთ წრეზე ბუნვის მთავარი სიმბოლო... ეს არის ისტორია - ძალაუფლებაზე შეყვარებული პოლიტიკოსების შესახებ, ფილმი - სიყვარულზე და ძალაუფლებაზე... დიდი მაესტროს სტილიც შეუცვლელია, ერთდროულად - იუმორით გაჟღენთილი და სევდიანიც... ვფიქრობ, „სავარძელი“ - ეს არის მაღალმხატვრული სურათი, უაღრესი პროფესიონალიზმით, სრულიად ნოვატორული იდეებით, არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, უმაღლესი ხარისხით შესრულებული, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ კინოში და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც ზუსტად ისევე შეიყვარებს მას, როგორც ბატონი ელდარ შენგელაიას სხვა შედევრებს. "სავარძელი" კი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, უკვე მეტაფორად ქცეული, ყოველთვის იყო, არის და იქნება..."

პრემიერას ფილმის რეჟიორი, ბატონი ელდარ შენგელაია, პროდუსერებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრება.

(ბილეთები იყიდება კინო-თეატრის სალაროში)