სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ადგილობრივებმა 12 პროექტი მოამზადეს

- 11/10/2017



კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში სამოქალაქო ბიუჯეტთან დაკავშირებით მომდევნო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, გამგებლის პირველი მოადგილე ელგიზ ქიმაძე და გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ლევან ბიწაძე უძღვებოდნენ. 

სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა საპილოტე პროექტია, რომელიც საჩხერისა და გორის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს დაიწყო, მისი არსი ადგილობრივების მიერ პროექტების შექმნა, სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადება და სამოქალაქო საბჭოს წევრების მიერ განსახორციელებელი პროექტების საბოლოო შერჩევაა.

აღნიშნულ პროექტში საპილოტედ შერჩეულ იქნა კორბოულის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც სამ ზონად დაიყო. შერჩეული პროექტების განსახორციელებლად საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2018 წელს 100 000 ლარი გამოიყოფა. ეს ზონებია; I ზონა კორბოული - 50 000 ლარი; II ზონა ნიგვზარა - 25 000 ლარი; III ზონა შომახეთი - 25 000 ლარი; 

სამუშაო ჯგუფისა და სამოქალაქო საბჭოს წევრებს ლევან ბიწაძემ 12 პროექტი გააცნო, რომელიც ადგილობრივების მიერ იქნა მომზადებული. ეს პროექტებია:

1. I ზონა (სოფელი კორბოული)
1.1 პროექტი „სკვერისა და მემორიალის მოწყობა“ განმცხადებელი ალექსანდრე მაჭარაშვილი, პროექტის ბიუჯეტი 24000 ლარი;
1.2 პროექტი „ჩიჩინაგორა“ განმცხადებელი ფატმანი მაჭარაშვილი, პროექტის ბიუჯეტი 23 500 ლარი;
1.3 პროექტი „სკვერის მოწყობა და მემორიალის აღდგენა“ განმცხადებელი ნინო კაპანაძე, პროექტის ბიუჯეტი 24 000 ლარი;
1.4 პროექტი „საფეხბურთო სპორტული მოედანი“ განმცხადებელი თეიმურაზ ტალახაძე, პროექტის ბიუჯეტი 16 200 ლარი;
1.5 პროექტი „საფეხბურთო სპორტული მოედანი“ განმცხადებელი ჯაბა ტალახაძე, პროექტის ბიუჯეტი 25000 ლარი;
1.6 პროექტი „საფეხბურთო სპორტული მოედანი“ განმცხადებელი გიორგი მაჭარაშვილი, პროექტის ბიუჯეტი 3500 ლარი;
1.7 პროექტი „სასაფლაოსთან მისასვლელი გზა“ განმცხადებელი დარეჯან ხარშილაძე, პროექტის ბიუჯეტი 45000 ლარი.
2. II ზონა (სოფელი ნიგვზარა)
2.1 პროექტი „საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი“ განმცხადებელი ფრიდონ ტაბატაძე, პროექტის ბიუჯეტი 22500 ლარი;
2.2 პროექტი „საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი“ განმცხადებელი როსტომ ტაბატაძე, პროექტის ბიუჯეტი 22500 ლარი;

3. III ზონა (სოფელი შომახეთი)

3.1 პროექტი „წყალი ყველას“ განმცხადებელი რამაზი ფოფხაძე, პროექტის ბიუჯეტი 24000 ლარი;
3.2 პროექტი „წყალი ყველას“ განმცხადებელი ირაკლი მაჭარაშვილი , პროექტის ბიუჯეტი 23 000 ლარი;
3.3 პროექტი „წყალი სოფელს“ განმცხადებელი ივანე ჯაოშვილი, პროექტის ბიუჯეტი 25000 ლარი.

შერჩეულ პროექტებს სამოქალაქო საბჭოს წევრები სამუშაო ჯგუფს უახლოეს ხანში წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "სამოქალაქო ბიუჯეტების განვითარება, როგორც ელემენტი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება" პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და პროექტის "დემოკრატიის ხელშეწყობა 2017" ფარგლებში ხორციელდება.