სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სავანე-შალაურის საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხი ეწყობა

- 06/10/2017



არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სავანე-შალაურის საავტომობილო გზის მომდევნო მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა მალე დაიწყება. ამ ეტაპზე სოფელ მახათააურის საავტომობილო გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. 

სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და გამგებლის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა დაათვალიერეს.

აღნიშნულ პროექტს კომპანია "როუდ სოლუშენი" ასრულებს, 287 351 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. 

სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ 1,250 მ/სიგრძეზე ასფალტის საფარი დაიგება. შეგახსენებთ, რომ ასფალტის საფარი გასულ და მიმდინარე წელს სავანე-შალაურის მიმართულების სხვა მონაკვეთებზე უკვე მოეწყო.