სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სხვიტორის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

- 02/10/2017



სოფელ სხვიტორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული შენობა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. დასრულებული პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ოთარ ომიაძემ და გიორგი იაკობაშვილმა მოინახულეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოსთვის საჭირო 55 119 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. სასწავლო პროცესს განახლებული ინფრასტრუქტურულით შეხვდა აგრეთვე სოფელ საირხისა და საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ბაღები, სოფელ სარეკის ბაღში სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება, ხოლო სოფელ ცხამში ექსპლოატაციაში 35 ბავშვზე გათვლილი სრულიად ახალი საბავშვო ბაღის შენობა შევიდა.