ხუთშაბათი 05 დეკემბერი, 2019

საჩხერის მუნიციპალიტეტი

    საჩხერის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. საჩხერის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ონისა და ამბროლაურის, აღმოსავლეთით ჯავისა და ქარელის, სამხრეთით ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება.

   მუნიციპალიტეტი შედგება 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან: ქალაქი საჩხერე, სარეკი, ცხომარეთი, ჩიხა, ჭალა, არგვეთი, გორისა, საირხე, ქორეთი, ჯალაურთა, კორბოული, ჭალოვანი და მერჯევი. მუნიციპალიტეტში 54 866 მოსახლე ცხოვრობს, უმრავლესობა ქართველები, მცირე რაოდენობით არიან ოსები, რუსები, სომხები და ებრაელები.

   საჩხერის მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია კვერეთის გოგირდოვანი წყლები, კვარცის ქვიშა და მარმარილო. მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა. ყვირილას შენაკადებია მდინარეები: ჯრუჭულა, ჩიხურა, შუშა, ხახიეთისწყალი, ქორეთისწყალი, შუკაკიძისღელე, ლაშურა და იზვარა, ხოლო ძირულას შენაკადები: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.

   საჩხერის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული მნიშვნელობის ტურისტული ობიექტებით. სულ აღრიცხულია 127 ტურისტული ძეგლი, რომელთაგან 1,  ჯრუჭის მონასტერი, საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 26 – რესპუბლიკური, ხოლო 100 – ადგილობრივი მნიშვნელობისა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი სოფელ სხვიტორში, აკაკის ძიძისეული კარ–მიდამო სოფელ სავანეში, ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ სხვიტორში, პაოლო იაშვილის მემორიალური სახლი სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის მემორიალური სახლი სოფელ არგვეთში, აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახლ–მუზეუმი სოფელ კალვათაში, სასკოლო–სამხარეთმცოდნეო მუზეუმი სოფელ ქორეთში და სამხარეთმცოდნეო––ეთნოგრაფიული მუზეუმი „საწერეთლო“ ქალაქ საჩხერეში. საჩხერე მდიდარია ასევე უძველესი და უახლოეს წარსულში აგებული ეკლესია–მონასტრებით: მე–10, მე–11 საუკუნის ჯრუჭის მონასტერი სოფელ ცხომარეთში, მე–11 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ეხვევში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ბაჯითში, მე–10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ სავანეში, მე–10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესია სოფელ ქორეთში, მე–20 საუკუნის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარი ქ. საჩხერეში, შუასაუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის სამების ეკლესია სოფელ ჩიხაში, მე–11 საუკუნის ყველაწმინდის ეკლესია სოფელ დრბოში და ა.შ. ქ. საჩხერეში არის მე–17 საუკუნის ციხე–სიმაგრე მოდინახე. არქეოლოგმა ჯურხა ნადირაძემ სოფელ საირხეში არქეოლოგიური გათხრებით შედეგად დაადასტურა ჩვ.წ.აღ–მდე მე–4 ათასწლეულის პერიოდის ცივილიზაციის არსებობა საჩხერის ტერიტორიაზე.

 

                                                 The  municipality of sachkhere

The municipality of sachkhere – administrative –teritorial part in western Georgi – has separated from the  region since 1939 year.  From the north the municipality of sachkhere is boarded by oni and ambrolauri municipality, from the  east – java and kareli, from south – khashuri and  kharagauli and from the west by C hiatura municipality.

 The municipality contains 13 administration units.  These are Sachxere, Sareki, Cxomareti, Chixa, Chala, Argveti, Gorisa, Sairxe, Koreti, Jalaurta, Korbouli, Chalovani and Merjevi. There are 54866 inhabitant in the municipality and many of them are Georgian, only few of  them are Osstian, Russian and Jewish.

The relief of Sachkhere Municipality is average and low mountainous. From minerals sulphury water of Kvereti, quartz sand and marble are considerable. The major rivers are: Kvirila and Dzirula. The tributary rivers of Kvirila are : Jruchula, Chixura, Shusha, Xaxietiwater, Shukakidzisgele, Lashura and Izvara. The tributary of Dzirula are: Dumala, Chxerimela and Xelmosula.

The municipality of Sachkhere is rich with historical and touristic objects. There are 127 touristical monuments and one of them -  Jruchi monastery – has international significance, 26 – republic and 100 has local significance.  There are museums in the munisipaliti : Akaki Tsereteli state museum in Sxvitori, Akaki Tsereteli countryseat in Savane, Paolo Iashvili Memorial House in Argveti,  Muxran  Machavariani memorial House  in Argveti, Aqademician Kostantine and artist Soso Wereteli  museum in Kalvata, Museum of regional studies in Koreti and ethnographic museum “saweretlo” in Sachkhere. Sachkhere is olso rich with ancient and recently constructed churches. They are jruchis Monastery in Cxomareti, wich is built in X-XI century, saint Mary’s  church in Exvevi  - XI   century, Saint Sameba church in Bajiti – XI century, Saint George church in Savane – X century, Sait  Nino Cathedral  in Sachxere –XX century, Middle Ages Saint Mary’s church in Chikha, Saint Sameba church in Chikha – XI century, All saint church in Drbo – XI century and etc. there is 17 century fortress Modinaxe in Sachxere. An archaeologist Jurxa Nadiradze confirmation existence civilization in Sachxere in IV century B.S. , as he had archaeological dig.

საჩხერის მუნიციპალიტეტის პრიორიტეეტების დოკუმენტი, 2020-2023 წლები.