სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

20385 ლარი მოქალაქეთა დასახმარებლად მერიამ გამოჰყო

- 06/02/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც მოქალაქეების სოციალური დახმარებების მიღება უზრუნველყოფს სხდომა გამართა. ოქმი N7-ის მიხედვით კომისიამ განიხილა 63 განცხადება და დააკმაყოფილა 60, რომელზეც გამოიყო 20 385 ლარი.

ზემოაღნიშნული ოქმის მიხედვით ავადმყოფთა სოციალურად დაცვის მუხლიდან დაკმაყოფილდა 39 წერილობითი მოთხოვნა და მასზედ 17 538 ლარი გამოიყო;

ეპილეფსიით დაავადებული 9, ლეიკემიით დაავადებული 2 და დიალეზზე დამოკიდებული 2 მოქალაქე ჩაერთვნენ შესაბამის პროგრამაში.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალურად დაცვის მუხლით დაკმაყოფილდა 2 მოქალაქის მოთხოვნა და მათზე გაიცა 1 347 ლარი;

დაფინანსდა 2 სტუდენტი და მათზე გამოიყო 1300 ლარი;

ერთ ვეტერან მოქალაქეს მიეცა 200 ლარი;

უფასო სასადილოთი ისარგებლებს კიდევ 2 მოქალაქე.