სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

48 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

- 22/11/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 48 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

იმერეთის მასშტაბით დაჯილდოების ცერემონიალი.ქ. ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი მოსწავლეებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი რესურსცენტრების წარმომადგენლებმა გადასცეს. 

კომპიუტერები იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში სულ 2 557 მოსწავლე დაჯილდოვდა.

(ფოტოები აღებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან.)