სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

89 მოქალაქის დასახმარებლად მერიამ 25 687 ლარი გამოჰყო

- 26/01/2018



მერიაში შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოქალაქეების სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს შეიკრიბა და სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა 91 ბენეფიციარის განცხადება განიხილეს და დააკმაყოფილეს 89. მათზე სულ 25 687 ლარი გაიცა.
 
ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლით გაიცა 19 938 ლარი, მათ შორის დაფინანსდა ეპილეფსიისთა და ლეიკემიით დაავადებული ბენეფიციარები, რომლებიც ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ.
 
განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით გაიცა 3049 ლარი, დაფინანსდა 2 სტუდენტი 1000 ლარით, დახმარება მიიღო 4 და მეტ შვილიანმა, ასევე 6და მეტ შვილიანმა ოჯახებმა; პირველ შემთხვევაში 400 ხოლო მეორე შემთხვევაში 500 ლარი გადაეცათ. დაკმაყოფილდა 2 შშმ პირის განცხადება, მათზე 300 ლარი გამოიყო. უფასო სადილით უზრუნველყოფა ამჯერად 14 ბენეფიციარმა მიიღო.