სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ბენიამენ ფალავანდიშვილი იორამ ქემერტელიძის საღამოს დაესწრო

- 01/12/2017



პოეტ იორამ ქემერტელიძისადმი მიძღვნილი საღამო საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა. ღონისძიება მთლიანად პოეტის ცხოვრებას და მოღვაწეობას დაეთმო. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა სალონის "თაობა+"-ის წევრებმა პოეტის ლექსები სცენაზე გააცოცხლეს, გაიხსენეს იორამ ქემერტელიძის მიერ განვლილი გზა და მისი პირადი ცხოვრება. დარბაზში პოეტის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომელთან პირადი მოგოგნებები ბატონ იორამზე, მაყურებელს უამბეს. ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.