სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ჭადრაკის ჩემპიონატი საჩხერეში წარმატებით მიმდინარეობს

- 22/02/2018



ტრადიციული ჩემპიონატი ჭადრაკში საჩხერეში უკვე მე-7 წელია იმართება. შოთა ივანიშვილის სახელობის ტურნირში ამჯერად მონაწილეობას 20 მოთამაშე იღებდა. გამოვლენილია ნახევარფინალისტი 10 მოთამაშე. ხვალ უკვე ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი. საპრიზო ფონდი 600 ლარს შეადგენს. I ადგილის მფოლობელი 350, ხოლო II ადგილის მფლობელი 250 ლარს მიიღებს. ჩემპიონატში წელს სიახლე იყო. მასში მონაწილეობა დებიუტანტებმა მიიღეს. ახალგაზრდა მოთამაშეები იყვნენ არგვეთის, სავანისა და კორბოულის N2 საჯარო სკოლებიდან. მონაწილეობას იღებდა ერთი პედაგოგიც კორბოულის N2 საჯარო სკოლიდან. დამსახურებული მოთამაშის შოთა ივანაშვილის სახელობის ჩემპიონატის ორგანიზატორი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია; ხოლო მხარდამჭერები საჩხერის კინოთეატრი, საჭადრაკო კლუბი „კაისა“ და ფონდი „ჩემპიონი“. როგორც ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ მოთამაშეებისთვის წამახალისებელი ნომინაციებიც იქნება.