სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტის განხილვა

- 17/01/2018



საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები საჩხერეში იმყოფებოდნენ. ისინი ჭიათურისა და საჩხერის ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრა პროექტ „ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის" საჯარო განხილვის ფარგლებში წარიმართა. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტი, მისი ზემოქმედების არეალი, განხორციელებული ღონისძიებები, მიწის შესყიდვისა და კომპენსაციის მიღების სამართლებრივი ასპექტები. განსახლების, გარემოს დაცვისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა მაკა გოდერძიშვილმა აუდიტორიას მიწის შეფასების მეთოდოლოგია და კომპენსაციის განაკვეთები დეტალურად განუმარტა. დარბაზში დაინტერესებული მოქალაქეები იყვნენ, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობები პროექტის განხორციელების ზონაში აქვთ. ეს უკანასკნელი კი საჩხერეში, სოფელ ჩიხაში არსებულ ე.წ. „ხოდაბუნები“-ს სახნავ-სათეს მიწებს მოიცავს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტის განხილვას ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.