სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ციხე-სიმაგრე მოდინახე აღდგება - უპრეცენდენტო მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება

- 17/10/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდში ციხე-სიმაგრე მოდინახეს, ციხე-სიმაგრემდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსის პროექტები წარადგინა.

პროექტების წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა.

ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით ქ. საჩხერეში ციხე მოდინახეს აღდგენა-მშენებლობა სამინისტროს მიერ 2018 წლის დაფინანსებაში ჩაისმება. ასევე - ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა ქ. საჩხერიდან ციხე-სიმაგრემდე მიმავალ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული პროექტის განხორციელების და დაფინანსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.

პროექტის ავტორი ნინო ბაკურაძეა. მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.