სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

- 28/11/2017



ცხამის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მშენებლობის პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა და მისმა მოადგილემ ირაკლი ჩხიკვაძემ, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და საკრებულოს ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ იაგო ბერიძემ დაათვალიერეს.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებს მერის წარმომადგენელმა არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ივანე გვეხიძემ სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპი გააცნო.
 
აღსანიშნავია, რომ სოფელ ცხამის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. პროექტი გარდამავალია და სრულად 2018 წელს დასრულდება, რის შემდეგაც საერთო ჯამში 7 086 მეტრი გზა იქნება რეაბილიტირებული. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მაღალმთიანი დასახლების განვითარებისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გამოყოფილი თანხა 2 604 995 ლარს შეადგენს.