სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

დასუფთავების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

- 21/11/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა გეგმიურად გამართულ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დასუფთავების თემაც განიხილა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა მცირე პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მან, შესაბამისი სამსახურების უფროსებს კონკრეტული მითითებები და დავალებეი მისცა. აქვე აღნიშნა რომ დასუფთავების კონტროლი გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ ბენიამენ ფალავანდიშვილი სხდომაზე ახალ საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ივანაშვილთან ერთად წარსდგა. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობას და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ დაუღალავ შრომას გეგმავენ.