სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

დეკანოზ დავითს 85 წელის შეუსრულდა!

- 12/01/2018



დღეს საჩხერის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი დავით კაციტაძის დაბადების დღეა. მამა დავითს 85 წელი შეუსრულდა. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მას იუბილეს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უფლის წყალობას და იმ ღვაწლის დაფასებას რაც მას საჩხერის მუნიციპალიტეტის და ზოგადად მართმადიდებლობის წინაშე მიუძღვის.
აღსანიშნავია, რომ მისი მეოხებით აღსდგა ზემოაღნიშნული საკათედრო ტაძარი, გორიჯვრის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. ის არის სოფელ კორბოულში კვირაცხოვლის ტაძრის აღმშენებელი. . . ის არის ადამიანი მემატიანე, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს ღმერთს ემსახურებოდა და ყოველთვის იდგა ქრისტეს მცნებების სადარაჯოზე. . .

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა