სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

"ექვთიმე ღვთისკაცი" საჩხერეში. . .

- 07/02/2018



საჩხერეში მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" პრემიერა გაიმართა. ფილმი იმ პერიოდზეა, როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში 1921 წელს, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი გაეტანათ საფრანგეთში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-45 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი. ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, რომ გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს გადაუხვევია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში. ფილმის ჩვენებას ესწრებოდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გადამღებ ჯგუფთნ და მსახიობებთან ერთად. ჩვენებას ორგანიზება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუკეთა. გადამღები ჯგუფის თთეულ წევს სიმბოლურად თვითმმართველობისგან სპეციალურად მათთვის ჩამოსხმული ღვინო გადაეცათ.