სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ღვინის "ჩემპიონი 473" პრეზენტაცია გაიმართა

- 01/12/2017



ფონდმა ჩემპიონმა ახალი ბრენდის „მეღვინეობა ჩემპიონი“ -სა და ღვინო „ჩემპიონი 473“-ის პრეზენტაცია საჩხერის კინოთეატრის ფოიეში გამართა.
 
სტუმრებს შორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, რიგითი მოქალაქეები და ჩემპიონ ლაშა ტალახაძს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღვინო „ჩემპიონი“ ტალახაძეების ვენახებში მოწეული ძელშავის ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული.
 
როგორც ფონდის წევრებმა განაცხადეს „მეღვინეობა ჩემპიონი“-ს ფარგლებში კიდევ ბევრი წარმატებული სპორტსმენის სახელობის ღვინო ჩამოისხმება.