სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ჯანდაცვის ცენტრის მეშვეობით მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა

- 14/11/2017



საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2017 წელს შემდეგი მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა:

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტირება 3 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა;

ენტრობიოზის (პარაზიტული ჭიები) პროგრამის ფარგლებში 3 450 აბი მედიკამენტი მებენდაზოლი გამოიყო, ხოლო დეჰელმინთიზაცია 6-დან 18 წლამდე 3 000 ბენეფიციარს ჩაუტარდა;

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ 900 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაეცა, დღეის მონაცემებით აცრილია მაღალი რისკის მქონე 660 ბენეფიციარი, ვაქინაცია გრძელდება;

ფასციოლოზით ავადობის მაღალი მაჩვენებლის გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მედიკამენტი „ეგნატენი“ უსასყიდლოდ გამოყო, რომლის საშუალებითაც მკურნალობა 20-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა. (საჩხერელ პაციენტთა რაოდენობა არაზუსტია, რადგან ავადმყოფთა ნაწილმა თბილისის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს საჩხერის ჯანდაცვის ცენტრის გვერდის ავლით მიაკითხა, მათი მკურნალობაც არსებული პროგრამის ფარგლებში ასევე უსასყიდლოდ ჩატარდა.

აღნიშნული და სხვა პროგრამები მომავალ წელსაც ასევე აქტიურად განხორცილდება.